ჯუდი აქ იყო, ჯობი აქ არის!

ჯუდი აქ იყო, ჯობი აქ არის!

ჯობ ბელინგემი დორტმუნდის ფეხბურთელია.

კონტრაქტი 5-წლიანი, 2030 წლის ზაფხულამდე. 

როგორც იცით, ჯობ ბელინგემი ინგლისის ჩემპიონშიფის სანდერლენდში თამაშობდა. დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სანდერლენდი პრემიერლიგაში გადავიდა. 

მისი ძმა, ჯუდ ბელინგემიც ხომ ჩემპიონშიფის ბირმინგემ სიტიდან წავიდა დორტმუნდში და რას მიაღწია, ყველამ იცის. ახლა კი მოქმედება მეორე...

ჯობიც ნახევარმცველია. 19 წლისაა. ვნახოთ... 

ისე, ბევრ გუნდს სურდა ჯობ ბელინგემი, მათ შორის ყველაზე ახლოს აინტრახტი იყო. ჯობი ჩასულიც იყო ფრანკფურტში, მოლაპრაკებები მიმდინარეობდა და თითქოს ყველაფერი მოგვარებულიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა...