„მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იყავით და ამ უმძიმეს მწუხარებას იზიარებდით… ახალი ინფორმაციით ვართ“ – რა ინფორმაციას ავრცელებენ თამუნა მდივანი და მისი ქალიშვილი

ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი თამუნა მდივანი, რომელსაც ორი თვის წინ, მოულოდნელად შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თამუნა მდივანი ქალიშვილთან – მარიამ მდივანთან ერთად, საზოგადოებას მისთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის მადლობას უხდის.
ამასთან, როგორც მარიამ მდივანი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მან გამოსცა მთვარის კალენდარი, რომელსაც ძმას, გიორგის უძღვნის.