"აქ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ თავს დაგვესხმებიან და.." - ბარსელონაში ალექსანდრა პაიჭაძე გაქურდეს: რას წერს მოდელი?

ოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელებში ახალ ამბავს აზიარებს, რომელიც ბარსელონაში შეემთხვა. პაიჭაძე მილანის შემდეგ ესპანეთში დათო კოდუასთან ერთად გაემგზავრა, თუმცა მოგზაურობა ისეთი სასიამოვნო არ აღმოჩნდა, როგორც ჩაფრენამდე წარმოედგინა.
"აქ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ თავს დაგვესხმებიან და 15 წუთში ოქროს საათს დავკარგავთ... სანამ ბარსელონას ქუჩის 92 წლის მხატვარი მელნით დათოს სილუეტს ხატავდა, მეორე მხრიდან მაროკოელი ქურდები მაჯებზე გვითვალთვალებენ. გაინტერესებთ რა მოხდება, როცა კაფეს დავტოვებთ?“ – ასე აღწერს მომხდარს ალექსანდრა.
-
ქურდებმა პაიჭაძეს ძვირფასი ოქროს საათი მოჰპარეს.
კოდუასთან შერიგება და ახალი დასაწყისი მილანში
ბოლო თვეებია ალექსანდრა მილანში ცხოვრობს – ქალაქში, რომელიც ხშირად ახალ დასაწყისებს, შინაგანი სიმშვიდის ძიებას და, ზოგჯერ, ურთიერთობების ხელახალ გადაფასებას ნიშნავს. სწორედ მილანში მოხდა ის, რაც წარსულში ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო – შეურიგდა დათო კოდუას. წყვილის რთული ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი ინტერესი.
მათი ურთიერთობის პერიოდები, დაშორებები, ხმაურიანი დეტალები – ყოველთვის იყო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, მათ შორის ურთიერთობა დალაგდა.
ცხოვრება გრძელდება
მიუხედავად ბარსელონური არასასიამოვნო ინციდენტისა, ალექსანდრა ისევ აქტიურად აგრძელებს საქმიანობას – როგორც მოდის სამყაროში, ისე პირად ცხოვრებაში. მოდელი ბარსელონიდან პირდაპირ თბილისში ჩამოვიდა და როგორც გამომწერებს შეჰპირდა, აუცილებლად მოუყვებათ დეტალურად მომხდარის შესახებ.