დე ბრუინი - ერთი ნაბიჯი ნაპოლიმდე

კევინ დე ბრუინი თითქმის ნაპოლის ფეხბურთელია. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ ბელგიელის ხელმოწერა დარჩა.
შეგახსენებთ, რომ კევინს მანჩესტერ სიტიში ბოლო სეზონი უკვე გაატარა. მისით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული და როგორც ხედავთ, ყველას ნეაპოლელებმა აჯობეს.
ნაპოლი სერია ა-ს მოქმედი გამარჯვებულია. ანტონიო კონტეს გუნდმა იტალიის ჩემპიონატში 82 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.