ჯიჯი ბუფონი: ამდენი წლის შემდეგ მრცხვენია იმის, რაც რაც ვთქვი

ჯიჯი ბუფონი: ამდენი წლის შემდეგ მრცხვენია იმის, რაც რაც ვთქვი

ჯიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი გაიხსენა, სადაც პენალტის დანიშვნის შემდეგ, მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. 11 მეტრიანს რონალდუს გოლი მოჰყვა და შემდეგ ეტაპზე სამეფო გუნდი გავიდა.

"ახლა როცა ამდენი წელი გავიდა, მრცხვენია იმის რაც ვთქვი. საკმაოდ გამოცდილი და გუნდის კაპიტანი ვიყავი, თავი უნდა შემეკავებინა. მიუხედავად ამისა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იმავეს ვიზამდი. 

ეს არ იყო მხოლოდ მარცხი, ეს რაღაც განსაკუთრებული გახლდათ. დიდი სტადიონზე დიდი კლუბთან ვაქამბექებდით. ჩვენ მაშინ განსაკუთრებული ხასიათი და ერთიანობა გამოვავლინეთ. გიჟები ვიყავით, ვოცნებობდით... დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს მაშინ." - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Give Me Sport-ი. 

2018 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იუვენტუსი შინ რეალთან 0:3 დამარცხდა. განმეორებით შეხვედრაში გუნდი იმავე ანგარიშით იგებდა, ბოლო წუთზე კი ბლანკოსის სასარგებლოდ საკამათო პენალტი დაინიშნა, რა დროსაც ბუფონმა მსაჯს ირონიულად ჰკითხა თუ რა თანხა ჰქონდა რეალისგან აღებული, რასაც მისი გაძევება მოჰყვა. საბოლოოდ ანგარიში 1:3 გახდა, შემდეგ ეტაპზე კი რეალი გავიდა.