ვინ ჩაიბარებს მილანს? - ახალი კანდიდატი და არამარტო

ვინ ჩაიბარებს მილანს? - ახალი კანდიდატი და არამარტო

არ წყდება ხმები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს მილანის ახალი მწვრთნელი. Sky Sports-ის ინფორმაციით, როსონერი შესაძლოა ბოლონიას დამრიგებელმა ვინჩენცო იტალიანომ ჩაიბაროს.

აღსანიშნავია, რომ მილანის ხელმძღვანელებს მოსწონთ იტალიანოს მუშაობა. მან გუნდი იტალიის თასის 1/2 ფინალში გაიყვანა და ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს. გუნდი სერია ა-ში მე-4 ადგილზეა. 

რაც შეეხება მილანს, გუნდი მისთვის შეუფერებელ მე-9 ადგილზეა. ისიც სათქმელია, რომ იტალიანოს გარდა კონსეისაოს სავარაუდო შემცვლელთა სიაში მასიმილიანო ალეგრი, რობერტო დე ძერბი და ანტონიო კონტე არიან.