ვილი სანიოლი : ტაქტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

ვილი სანიოლი : ტაქტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ფარერებს უმასპინძლებს.

ამხანაგური მატჩის წინ, ჩვენი გუნდის დამრიგებელმა ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. “დიდ ტაქტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამხანაგური მატჩებისთის ნაკრებში ახალი მოთამაშეები გამოვიძახე და მინდა, რომ მათ თავის გამოჩენის საშუალება მივცე. რა თქმა უნდა ყველა მათგანს მაქსიმუმს მოვთხოვ. ფარერების ნაკრები ძალიან უკნიდან თამაშობს და მეტოქეს ხშირად უქმნის პრობლემას. მათთან თამაში ბოლოს ჩეხეთის ეროვნულ გუნდსაც გაუჭირდა და არ უნდა გვეგონოს, რომ ხვალ მარტივი მატჩი გველოდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და შემდეგი შეკრებებისთვის მათ ეროვნულ გუნდში გამოძახება უნდა დაიმსახურონ.

ბოლოს მინდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მივულოცო. კვარას გამო, ევროპული გუნდის სკაუტები ქართველ ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდებიან.

საქართველოსა და ფარერის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ არიან შეხვედრილები. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გასვლაზე 6:0, ხოლო შინ 3:1 დაამარცხა.