მსოფლიო ჩემპიონი... ვინ შეიძლება ჩაიბაროს იტალია?

მსოფლიო ჩემპიონი... ვინ შეიძლება ჩაიბაროს იტალია?

იტალიის ნაკრების მწვრთნელობის ახალი კანდიდატი ცნობილია. The Athletic-ის ინფორმაციით, სკუადრა აძურა შესაძლოა ფაბიო კანავარომ ჩაიბაროს. სწორედ კანავაროს კაპიტნობით გახდა იტალია ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2006 წელს გერმანიაში მოიგო.

კანავაროს გარდა ლუჩიანო სპალეტის შემცვლელთა კანდიდატად კლაუდიო რანიერი და სტეფანო პიოლიც განიხილებიან. 

51 წლის მწვრთნელი ბოლოს დინამო ზაგრებში მუშაობდა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ჩაიბარა და რომლიდანაც 2025 წლის აპრილში წამოვიდა.