მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შვილი ადგილზე დაიღუპა – ამ დილით შუა ქალაქში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა (ფოტოები)

გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” ავრცელებს.
როგორც გამოცემას ადგილზე უთხრეს, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა.
ობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილები მარინა ქათამაძე და მისი მეუღლე, თენგო ზოიძე არიან.
„სიკეთით სავსე ცოლ-ქმარი…“; „თურმე, ბოლო დღე გქონდა, მარინა…“; „ჩემი ძვირფასი ადამიანები!100 წელი უნდა ყოფილიყავით ასე გაღიმებული, სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომ არა ეს უბედურება…“ – წერენ დაღუპულების ახლობლები.
არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა შეეჯახა დაიღუპა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.