აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართლის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართლის საზოგადოებას“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართლის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ მჭედლიანმა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას.

შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და „საზოგადოება ილია მართალის“ დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ.