აპრილი - ახალი შესაძლებლობების თვე - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი - ახალი შესაძლებლობების თვე - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ინ­გრე­სია:

* 16 აპ­რი­ლი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

* 18 აპ­რი­ლი > მარ­სი ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში

* 19 აპ­რი­ლი > მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში (23:56)

* 30 აპ­რი­ლი > ვე­ნე­რა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი:

* 7 აპ­რი­ლი > დი­რექ­ტი­უ­ლი მერ­კუ­რი (თევ­ზე­ბის 27-ე გრა­დუ­სი­დან)

* 13 აპ­რი­ლი > დი­რექ­ტი­უ­ლი ვე­ნე­რა (თევ­ზე­ბის 25-ე გრა­დუ­სი­დან)

* სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა - 13 აპ­რი­ლი (4:23 სა­ათ­ზე)

* ახალმთვა­რე­ო­ბა - 27 აპ­რი­ლი (23:32 სა­ათ­ზე)

ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს გავ­ლე­ნის "წყა­ლო­ბით" აპ­რილ­ში ბევ­რი მოვ­ლე­ნა ღიად, გახ­სნი­ლად, მაგ­რამ ასე ვთქვათ, "უხე­შად" წა­რი­მარ­თე­ბა. უფრო მე­ტიც, 13 აპ­რი­ლამ­დე, ანუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ფა­რუ­ლი მოვ­ლე­ნა გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და გამ­ჟღავ­ნდე­ბა. ბევ­რი რამ, რაც "ფსკერ­ზე იყო", აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი­ვე დე­კა­და­ში "ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას" და­ი­წყებს.

სა­ერ­თოდ, აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი კვი­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის გამო ბევრ დო­ნე­ზე და­მუხ­რუჭ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის მო­მენ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბამ შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გა­და­ი­წი­ოს და დაგ­ვი­ან­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ანა­ლი­ზი, მათ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ ადა­მი­ანს მო­უ­წევს წი­ნა­ღო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა, სიძ­ნე­ლე­ე­ბის სე­რი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. 7, მაქ­სი­მუმ 10 აპ­რი­ლამ­დე მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ ქა­ო­სუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა, რაც მო­ი­ტანს რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და მო­უ­ლოდ­ნელ და­ნა­კარ­გებს.

7 აპ­რი­ლი­დან მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა დას­რულ­დე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნებს მოვ­ლე­ნე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლურ ჭრილ­ში და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ბევ­რი რთუ­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც "გა­წე­ლი­ლი" იყო, და­ი­წყებს მოგ­ვა­რე­ბას. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად გამ­გე­ბე­ბი გახ­დე­ბი­ან და ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბი­ან. 7-13 აპ­რი­ლის შუ­ა­ლე­დი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი "გზავ­ნი­ლე­ბის" გა­და­ცე­მის­თვის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მის­თვის, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, აქ ცვლი­ლე­ბებს მხო­ლოდ 14 აპ­რი­ლი­დან უნდა ვე­ლო­დოთ, რად­გან 13 აპ­რი­ლი­დან სიყ­ვა­რუ­ლის და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა დი­რექ­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებს, რაც სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დებს გარ­თულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. სა­ერ­თოდ, აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია არა­სე­რი­ო­ზულ, ზე­და­პი­რულ კავ­ში­რებს გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნას და მსგავ­სმა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა დროს ვერ გა­უძ­ლოს.

15-20 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში მკვეთ­რად გაძ­ლი­ერ­დე­ბა ცე­ცხლის სტი­ქია, რაც გაზ­რდის კონ­ფლიქ­ტე­ბის, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის, აჯან­ყე­ბე­ბის, შე­ტა­კე­ბე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ძა­ლის­მი­ე­რად გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­ი­ზარ­დოს ხან­ძრე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბის, ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის, ომე­ბი­სა და ტე­რაქ­ტე­ბის რი­ცხვიც. თუმ­ცა ამ პე­რი­ოდს შე­და­რე­ბით სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ გა­ბე­დუ­ლი და მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი იგ­რძნო­ბენ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას, მო­ი­მა­ტებს მათი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბათ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. ლი­დე­რე­ბის­თვის ეს შე­საძ­ლოა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მოდ­გეს.

20 აპ­რი­ლი­დან მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იმოძ­რა­ვებს და წინ წა­მო­ი­წევს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კო­მერ­ცი­ას და ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გეს ბიზ­ნე­სი (გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ფიქ­სი­რე­ბულ ნიშ­ნებს - კუ­რო­ებს, ლო­მებს, მო­რი­ე­ლებ­სა და მერ­წყუ­ლებს ეხე­ბათ).

2025 წლის 30 მარტს ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძის ნი­შან­ში გა­და­ვი­და და მისი პირ­ვე­ლი ვიბ­რა­ცია სწო­რედ აპ­რილ­ში გახ­დე­ბა საგ­რძნო­ბი. ბო­ლოს ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძში 1861 წელს გა­და­ვი­და. თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­და მსოფ­ლი­ო­ში ამ წელს, ვნა­ხავთ, რომ სწო­რედ 1861 წელს გა­უქ­მდა ბა­ტონყმო­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და და­ი­წყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში (რომ­ლის ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზი მო­ნო­ბის გა­უქ­მე­ბა-არ გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი იყო). ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზი, რომ 2025 წლი­დან და­ი­წყე­ბა ახა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტალ­ღე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც რეპ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი მთე­ლი ძა­ლით მუ­შა­ობს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რუ­სეთ­ში, ასე­ვე ამე­რი­კა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­ში ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი შე­სამ­ჩნე­ვად იმა­ტებს. ნეპ­ტუ­ნის მმარ­თვე­ლი მარ­სი ხდე­ბა, ამი­ტომ 2025 წლი­დან გაძ­ლი­ერ­დე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ა­ლიზ­მი და ცვლი­ლე­ბე­ბის ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი

[ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძში 2025-39 წლებ­ში იმოძ­რა­ვებს. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი "სუ­ლი­ე­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბის" პე­რი­ო­დი, რო­მელ­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლია თან ახ­ლდეს ასე ვთქვათ, მა­სობ­რი­ვი აღტყი­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია, ახა­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბის ნე­გა­ტი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა სო­ცი­ა­ლურ ფა­ნა­ტიზ­მში ან კო­ლექ­ტი­ურ ფსი­ქოზ­შიც კი გარ­და­ი­სა­ხოს].

თუ 13 აპ­რი­ლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე მი­უ­თი­თებს პო­ტენ­ცი­ურ აგ­რე­სი­ა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სირ­თუ­ლე­ზე, ყოყ­მან­ზე და შე­საძ­ლო არას­წო­რი არ­ჩე­ვან­ზე, 27 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბა უკვე უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი ფუნ­და­მენ­ტის შექ­მნას, ახა­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გზე­ბის ძი­ე­ბას, ახალ ფი­ნან­სურ გეგ­მას ან პრაქ­ტი­კულ გეგ­მას. მთლი­ა­ნო­ბა­ში აპ­რი­ლი რიგ სა­კი­თხებ­ში შე­საძ­ლოა მი­ვიჩ­ნი­ოთ მარ­ტში დაგ­რო­ვი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პე­რი­ო­დად, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დი თვე იქ­ნე­ბა. 13 აპ­რი­ლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე 2-3 დღე და შემ­დგომ ერთი კვი­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ეს პე­რი­ო­დი ყვე­ლამ ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ი­ა­როს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის სწრა­ფად და ბრუ­ტა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "და­მუხ­რუ­ჭე­ბის" დრო ფი­ზი­კუ­რად იყოს.

ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მერ­კუ­რი­სა და ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბა ბევრ გლო­ბა­ლუ­რი თუ ყო­ფი­თი სა­კი­თხის იო­ლად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას მკვეთ­რად გაზ­რდის.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი