მოემზადეთ ზაფხული ადრიანად იწყება სასიხარულო ინფორმაცია როდიდან გამოიდარებს საქართველოში –უახლესი დღეების პროგნოზი

მოემზადეთ ზაფხული ადრიანად იწყება სასიხარულო ინფორმაცია როდიდან გამოიდარებს საქართველოში –უახლესი დღეების პროგნოზი

17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, ხოლო 17 აპ­რილს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე გა­მო­ი­და­რებს და დათ­ბე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში 15-16 აპ­რილს იწ­ვი­მებს და ამას­თან, 16 აპ­რილს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი იქ­რო­ლებს.

"ამას­თან, თბი­ლის­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 15-16 აპ­რილს დღი­სით +12, +14 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, 17 აპ­რილს კი +20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი): 15 აპ­რილს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +10, +12 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 16-17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და +17,+19 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, სამ­ტრე­დია, ზუგ­დი­დი, მარ­ტვი­ლი, ოზურ­გე­თი) 15 აპ­რილს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი. აქ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +11, +13 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 16-17 აპ­რილს კი გა­მო­ი­და­რებს და +18, +20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, ცა­გე­რი, შოვი, ჭი­ა­თუ­რა, სა­ჩხე­რე, ხულო, რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლი): 15-16 აპ­რილს ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +8, +13 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 17 აპ­რილს +15, +20 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ასე­ვე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (მეს­ტია, ბახ­მა­რო): 15-16 აპ­რილს ზო­გან მო­თოვს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +3, +8 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რა +12, +17 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ ამინდს ქარ­თლში (რუს­თა­ვი, ბოლ­ნი­სი, მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი, გორი, ცხინ­ვა­ლი): 15-16 აპ­რილს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი. 16 აპ­რილს ზო­გან იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +10, +15 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და +15,+20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

კა­ხეთ­ში (სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი, ყვა­რე­ლი, ახ­მე­ტა, დე­დოფ­ლის­წყა­რო): 15-16 აპ­რილს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი. 16 აპ­რილს ზო­გან იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +10, +15 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და +15,+20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი, ფა­სა­ნა­უ­რი): 15-16 აპ­რილს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი. 16 აპ­რილს ზო­გან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი იქ­რო­ლებს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +8, +13 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და +14,+19 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ახალ­ქა­ლა­ქი, წალ­კა, ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, ომა­ლო): 15-16 აპ­რილს ზო­გან მო­თოვს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +2, +7 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 17 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და +8, +13 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.