მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: “დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება“

თვის ზოგადი ტენდენციები
მაისში კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გსურთ. მაისი იდეალური თვეა, რათა მოაწესრიგოთ საქმეები როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ სივრცეში. თვის ბოლოს დაიწყებთ იმ ნივთების მოშორებას, რომლებიც აღარ გჭირდებათ. დანიშნეთ პრიორიტეტები ახლანდელი მომენტისთვის და გაუმკლავდით ამოცანებს ეტაპობრივად. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ და გახდეთ უკეთესი.
საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით დაძლევთ ყოველგვარ სირთულეს, რომელსაც მაისი მოგიტანთ!
მაისი ღრმა ემოციების, ნაზი ურთიერთობებისა და პიროვნული ზრდის თვე იქნება.
სამუშაო და ბიზნესი
მერკურის გადასვლა თქვენი სტატუსის სახლში გაზრდის თქვენს ენერგიულობას და პროდუქტიულობას. თვის დასაწყისში თამამად დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და დაიწყეთ ახალი პროექტები. ახლა დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება. თქვენი ძალისხმევა ეფექტური იქნება და წარმატებასაც მიაღწევთ.
თუ სამუშაოს შეცვლაზე ან ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობდით, მაშინ, ახლა სწორედ ამის დროა. კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ემოციების კონტროლი. შეეცადეთ იყოთ უფრო პროაქტიული, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო ლიდერული თვისებები, მაშინ გექნებათ დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის კარგი შანსი.
თქვენს საქმიანობაში ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც მომგებიანია ფინანსური ან პროფესიული თვალსაზრისით. მიუდგეთ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით. ახლა არ არის დრო, რომ დაიწყოთ რთული პროექტები. შეეცადეთ დააგროვოთ მეტი რესურსი, მოიძიეთ სპონსორების ან ავტორიტეტების მხარდაჭერა: მომავალში მათი დახმარება დაგჭირდებათ.
სასარგებლო იქნება პროფესიული დონის ამაღლება, ახალი ინფორმაციის, საჭირო სფეროში უნარების დაუფლება, კონფერენციებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. ეს გავლენას მოახდენს თქვენს საქმიანობაზე, გაზრდის თქვენი მუშაობის ეფექტურობას და გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს კოლეგებში.
ამ თვეში დიდი დროის გატარება მოგიწევთ უმაღლეს ინსტანციებში, ჩინოვნიკებთან შეხვედრებსა და დოკუმენტების და ნებართვების დამუშავებაზე. შესაძლებელია სასარგებლო ნაცნობობა და მნიშვნელოვანი ან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება.
10 მაისიდან გაგიადვილდებათ სხვებთან ურთიერთობა და კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნა. შესაძლებელი იქნება რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელება, ახალი თანამოაზრეების ან ასისტენტების მოძიება. ასევე მაისის მეორე ნახევარში მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას.
სიყვარული და ფლირტი
მაისში პრიორიტეტულია კარიერული საკითხები, თუმცა, დატვირთულობის მიუხედავად მაინც გამონახავთ დროს და შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას. თქვენი ხიბლითა და მეგობრული დამოკიდებულებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავთ. ასე რომ, თუ ვინმე განსაკუთრებულს ეძებთ და პირადი ცხოვრების შეცვლა გსურთ, მაისში სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი არსებობს.
მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს სამსახურში, საქმიან შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე. თქვენი პოტენციური პარტნიორი შეიძლება იყოს ჩართული იმავე პროექტში ან ბიზნესში, რაშიც თქვენ. იყოს თქვენი კლიენტი ან ითანამშრომლოს თქვენს კომპანიასთან.
დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ექნება მყარი პოზიცია, კარგი ფინანსური მდგომარეობა ან მაღალი სოციალური სტატუსი. პარტნიორის დახმარებით შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას ან მიიღებთ უპირატესობას ბიზნესში.
თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, ეცადოთ უფრო ხშირად იყო საყვარელ ადამიანთან და შაბათ-კვირა ერთად გაატაროთ.
ოჯახური ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად, ყოფითი საკითხები ერთად გადაჭერით. მიართვით მცირე საჩუქრები ან მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები, რაც გაზრდის ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მაისში არ მოგიწევთ წუწუნი ჯანმრთელობაზე ან ძალების დაკარგვაზე. ენერგია მაღალ დონეზეა, სნეულებები გაგივლით. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ საკითხებს, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, აკონტროლოთ თქვენი ემოციები.
ცვალებადი ამინდის გამო შეიძლება განიცადოთ წნევის მომატება და თავის ტკივილი. სასარგებლოა პროფილაქტიკური მიზნით ექიმთან მისვლა და სპეციალისტისგან რჩევის მიღება. გამოიკვლიეთ სისხლძარღვები და გული.
იხელმძღვანელეთ აქტიური ცხოვრების წესით, გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე, იარეთ ფეხით, ველოსიპედით. კარგი ძილი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. კარგი იქნება უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ხელსაყრელი დღეები მაისში კირჩხიბისთვის: 2, 6, 12, 17, 26.
არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 24.