ახალი დეტალები დაუჯერებელია, ნახეთ რა დააფიქსირა კამერა და რა გახდა მტკვარში მანქანის გადავარდნის ნამდვილი მიზეზი (ვიდეო)

ახალი დეტალები დაუჯერებელია, ნახეთ რა დააფიქსირა კამერა და რა გახდა მტკვარში მანქანის გადავარდნის ნამდვილი მიზეზი  (ვიდეო)

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში გა­და­ვარ­და, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

საქ­მე ეხე­ბა 14 მა­ისს, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რის შე­დე­გა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 14 მა­ისს, თბი­ლის­ში მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რავ "ფორ­დის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც ოთხი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც "ფორ­დი“ მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მდი­ნა­რი­დან, მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ერთი პირი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ორი პი­რის ამოყ­ვა­ნა, ხოლო მე­სა­მე პი­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.